logo
ENG



"რამდენიმე გადაწყვეტილება მივიღეთ" - ზელენსკიმ შტაბის სხდომა გამართა

22 მარ 202421:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/22/3sqc9dpgahznlbv.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი შტაბის სხდომა გამართა, სადაც მისი თქმით, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს.

"დღეს ერთადერთი თემა ენერგეტიკული უსაფრთხოებაა. ყველა ანგარიში ეძღვნება რუსეთის დაბომბვის შედეგების აღმოფხვრას. ხარკივი, ზაპოროჟიე, დნიპრო, ხმელნიცკი, კრივი რიჰი, სუმი, პოლტავა, ოდესა, ვინიცა და ყველა დაზარალებული ქალაქი თუ თემი.

მოვისმინე ანგარიში აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის, ხალხის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ყველა საჭირო დახმარების შესახებ [...] მივიღეთ რამდენიმე გადაწყვეტილება", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა უკრაინის 15 რეგიონი დაბომბეს, დაარტყეს 125 დასახლებას და 150 ინფრასტრუქტურულ ობიექტს.


close დახურვა